9 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გავიარეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი ისტ-ის ინტეგრირებით. კურსის ფარგლებში ვიმუშავეთ უამრავი კუთხით, შევქმენით რესურსები, სასწავლო პროექტის გეგმა, თავი მოუყარეთ მუშაობის პროცესში გამოყენებულ სურათებსა და ვიდეოებს, მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავეთ თემაზე "სუფთა გარემო", შეიქმნა უამრავი რესურსი: "საშიშროებათა დრაკონი", "ზღვის მაკეტი", მოსწავლეების მიერ დასუფთავდა სანაპირო ზოლი, მოსწავლეები გაერკვნენ პრობლემის არსში, იმუშავეს ნაყოფიერად.
ჩემი საქაღალდე დამეხმარება იყოს გზამკვლევი შემდეგი მუშაობისათვის.
ვფიქრობ, რომ შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე ეს თემა მათ არასდროს დაავიწყდებათ.
ნათია მასწავლებელო მადლობა გაწეული დაუღალავი შრომისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий