четверг, 12 мая 2016 г.


კურსის რეფლექსია

9 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გავიარეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი ისტ-ის ინტეგრირებით.  კურსის ფარგლებში ვიმუშავეთ უამრავი კუთხით, შევქმენით რესურსები, სასწავლო პროექტის გეგმა, თავი მოუყარეთ მუშაობის პროცესში გამოყენებულ სურათებსა და ვიდეოებს, მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავეთ თემაზე "სუფთა გარემო", შეიქმნა უამრავი რესურსი: "საშიშროებათა დრაკონი", "ზღვის მაკეტი", მოსწავლეების მიერ დასუფთავდა სანაპირო ზოლი, მოსწავლეები გაერკვნენ პრობლემის არსში, იმუშავეს ნაყოფიერად.

         ჩემი საქაღალდე დამეხმარება იყოს გზამკვლევი            შემდეგი მუშაობისათვის.

                 ვფიქრობ,  რომ შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე ეს თემა მათ                არასდროს დაავიწყდებათ.

           ნათია მასწავლებელო მადლობა გაწეული დაუღალავი შრომისათვის.



понедельник, 9 мая 2016 г.

მე-8 დღე
 განვიხილეთ გეგმები, მივიღეთ უკუკავშირები, ვიმუშავეთ, თუ როგორ უნდა დავწეროთ გეგმის ბოლო პუნქტები. საკმაოდ დატვირთული დღე იყო.
მადლობა ნათია ყველაფრისათვის!

воскресенье, 8 мая 2016 г.

მე-7 დღე
დღეს ვისწავლეთ რუბრიკების შემუშავება, თემა იყო დატვირთული და საინტერესო. ისევ ვიმეორებთ თუ როგორ ავტვირთოთ დაუხმარებლად სლაიდები ბლოგზე. ეს ჩემი სლაიდი სავარჯიშო ვერსიაა.
მადლობა!

суббота, 7 мая 2016 г.

დღე მე-6. 7.05.2016

განვიხილეთ მონაწილეების გეგმები, შევისწავლეთ პრეზენტაციის გაფორმება, ვივარჯიშეთ, შევისწავლეთ  ბლოგზე ატვირთვა, გამოქვეყნება,  პერიოდულად ვიღებდით უკუკავშირსაც.
მადლობა დღევანდელი დღისთვის.